"დაუმეგობრდი ფერებს" - "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ახალი სოციალური პროექტი

"დაუმეგობრდი ფერებს" - "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ახალი სოციალური პროექტი

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” ახალ სოციალურ პროექტს იწყებს, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი ”დაუმეგობრდი ფერებს” ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურით უზრუნველყოფას, რაც მათ სამყაროს შეცნობაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს, რომ „იკითხონ და შეეხონ სამყაროს“.

პროექტის პირველ ეტაპზე პალიტრა მედია ჰოლდინგი 2 აპრილს, მთაწმინდის პარკში, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდა და ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

პროექტის "დაუმეგობრდი ფერებს" მიზანია, პალიტრა მედია ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, წიგნისა და კითხვის სიყვარულს.

უკვე 23 წელია, პალიტრა მედია ჰოლდინგს თავისი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს განათლებაში, რაც, თავის მხრივ, უკეთესი მომავლის გარანტიას გვაძლევს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი