ევროპის მიმართულებით ავიარეისები, შესაძლოა, გადაიდოს

ევროპის მიმართულებით ავიარეისები, შესაძლოა, გადაიდოს

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ავიანაკადის გაფართოებული სისტემის ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერშია“ განთავსებული.

„მიმდინარეობს გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევების დროს განსახორციელებული პროცედურები, რომლებიც შეამცირებს ევროპული ქსელის გატარების შესაძლებლობას 10 %-ით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Eurocontrol-ში ასევე განაცხადეს, რომ პრობლემა აღმოჩენილია და მიმდინარეობს სისტემის აღსადგენი სამუშაოები.

„მოსალოდნელია, რომ სისტემა გვიან ღამით აღდგება. ავიაკომპანიების ოპერატორებს სთხოვენ გადაწერონ ყველა გასაფრენი გეგმა რეისებისთვის, რომლებიც დაგეგმილი იყო მსოფლიო კოორდინირებული დროის 10.26 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი