უკრაინის შს მინისტრი - სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები მეზიზღებიან

უკრაინის შს მინისტრი - სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები მეზიზღებიან

უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განაცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გაარღვია, მან ბრძანება გასცა ცეცხლი არ გაეხსნათ, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, თუმცა, ”შემდეგ ჯერზე გვამები იქნება”.

„სამწუხაროდ, შემდეგ ჯერზე საზღვრის გარღვევის მცდელობისას გვამები იქნება. იმ სიტუაციაში გადაწყვეტილება მივიღე ცეცხლი არ გაგვეხსნა, რათა სისხლისღვრას არ ჰქონოდა ადგილი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საქციელმა მას ბედნიერება და წარმატება მოუტანა“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა ЛИГАБизнесИнформ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

არსენ ავაკოვის თქმით, „სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც თავისი ლამაზი პოლიტიკური პოზისთვის ყველაფერს გამოიყენებს“.

„სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები მეზიზღებიან. ის არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მისი საქციელი ცუდია“, - აღნიშნა უკრაინის შს მინისტრმა.

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ნათია თურნავა, თამარ გაბუნია და აკაკი ბობოხიძე

LIVE - "რეზიუმეს" სტუმარია ხატია დეკანოიძე

LIVE- გადაცემა Newsroom-ის სტუმარია ირაკლი ოქრუაშვილი