როგორია მინდელის შახტაში დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მინდელის შახტაში დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის მაღაროში დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამინისტროში იუწყებიან, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.

“ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი