სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ - ნახეთ განრიგი

სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ - ნახეთ განრიგი

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო "სარაჯიშვილიდან", ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი