"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები

"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები

მინდელის შახტაში ჰქონდა, თუ არა სამთო დარტყმას ადგილი, ეს ჯერ არ დასტურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტყიბულში, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, რომელმაც შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შახტის დათვალიერების პირველად მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილამდე სრულად მისვლა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სამუშაოები გრძელდება. ჯგერენაიას განმარტებით, იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, ეს მოკვლევის შედეგად გამოვლინდება.

"გაგრძელდება სამუშაობი, ვინაიდან საფრთხეების არსებობის გამო ახლოს მისვლა ვერ მოხერხდა. მხოლოდ 20 მეტრამდეე მოხერხდა მიახლოება და იმისთვის. რომ ობიექტური სურათი დაიდოს, გვჭირდება შევისწავლოთ ქანების ჩამოშლის სურათი არსებობდა თუ არა, რათა მიეცეს ამას კვალიფიკაცია - ჰქონდა თუ არა სამთო დარტყმას ადგილი", - განაცხადა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, სეისმური ბიძგები არ დასტურდება. "გრძელდება მოკვლევითი სამუშაოები. ახლა განმეორებით საგამოძიებო ორგანოების მეორე ჯგუფია ჩასული. რაც შეეხება პირველად მონაცემებს, მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება. ეს სამთო დარტყმა იყო თუ არა, ჯერ არ დასტურდება, თუმცა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სეისმური ბიძგები არ დასტურდება, რომელიც ერთ-ერთ ვერსიად იყო დასახელებული, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა. მიმდინარეობს სამთო დარტყმის კვალიფიკაციის დადგენა. მას შესაბამისი ნიშნები ახასიათებს და ეს უნდა დადასტურდეს სხვადასხვა სამსახურის მიერ. აქვე მინდა დაბეჯითებით გაცნობოთ, რომ სამთო დარტყმები არ არის სიახლე, ვინაიდან ეს ზოგადად ნახშირის შახტისთვის დამახასიათებელია. დარტყმის გამოვლენის მხრივ საშიშ შახტებში განსაკუთრებული კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს და მონიტორინგის წარმოება რეგულარულად უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციის მხრიდან", - აღნიშნა ჯგერენაიამ.

კითხვაზე, სამუშაო სივრცე, სადაც მუშები იმყოფებოდნენ, არის თუ არა ამოვსებული ქვებითა და მასალებით, ჯგერენაია პასუხობს, რომ "განმეორებითი შემოწმება ზუსტად ამისთვის მიმდინარეობს, რომელიც გრძელდება და დღეს არ სრულდება".

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია