სტოლტენბერგი VS ტრიუდო - მსოფლიო ლიდერების "წინდების შეჯიბრი"

სტოლტენბერგი VS ტრიუდო - მსოფლიო ლიდერების "წინდების შეჯიბრი"

კანადის პრემიერ-მინისტრი ოტავაში, საკუთარ ოფისში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგისა და ჯასტინ ტრიუდოს შეხვედრის ფოტოები Associated Press-მა გაავრცელა და მაშინვე სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. ჯასტინ ტრიუდოს, ტრადიციულად, ჭრელი წინდა ეცვა, თუმცა ამჯერად არანაკლებ ჭრელი წინდით იყო სტოლტენბერგიც, რომელსაც ნატო-ს ლოგო ეხატა.

კანადის პრემიერ-მინისტრის წინდები უკვე აღარავის აკვირვებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრიუდოს ცალ-ცალი წინდა აცვია.