თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.
ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.