ტყიბულის შახტში დაღუპულის მამა - შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ ზოგჯერ სამთო დარტყმები ხდება

ტყიბულის შახტში დაღუპულის მამა - შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ ზოგჯერ სამთო დარტყმები ხდება

ტყიბულის შახტში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ შახტში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესებულია, თუმცა ძლიერი სამთო დარტყმისგან არავინაა დაზღვეული.

„ტყიბულის მოსახლეობის 90% ამ შახტშია დასაქმებული. უსაფრთხოების ნორმები დაცული არის, მაგრამ ხდება ხანდახან ასეთი მომენტები, როცა სამთო დარტყმა ხდება. მეც მიმუშავია და ვიცი“, - აღნიშნა გურამ გამეზარდაშვილმა.

როგორც პავლე გამეზარდაშვილის და, თეა გამეზარდაშვილი ამბობს, მისი ძმა 15 წლიდან მუშაობს.

”დაზღვეული არავინ არის, არავინ იცის იქ რა მოხდება. სახლიდან გადის, მაგრამ იქ რა მოხდება, არავინ იცის”, - განაცხადა დაღუპულის დამ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი