"საქნახშირში" მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება

"საქნახშირში" მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება

„საქნახშირი“ ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირში“ განუცხადეს, „საქნახშირის“ თითოეული თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის სრულყოფილი პაკეტებით, რაც გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და მედიკამენტური მკურნალობის ხარჯებს, ასევე გათვალისწინებულია დამატებითი სარეზერვო ფონდი, რომელიც გულისხმობს უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა თითოეული ოჯახისთვის 20 000 ლარამდე თანხის გადახდას.

„ეს პასუხისმგებლობა იწყება დაშავებულების სრული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით და დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯების გაწევით. ოჯახის წევრების შემდგომი დასაქმება, განათლების მიცემა, შესაბამისად, მათი მატერიალურად უზრუნველყოფა ამ პასუხისმგებლობის შემდგომი ეტაპია“, - აცხადებენ „საქნახშირში“.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი