რომელ საათზე ჩამობრძანდება წმინდა ცეცხლი საქართველოში

რომელ საათზე ჩამობრძანდება წმინდა ცეცხლი საქართველოში

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება. წმინდა ცეცხლს მომლოცველები ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

სააღდგომო ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

იხილეთ ვიდეო: წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღის ბოლოსთვის, ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი