როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლია გიგაურის განმარტებით, თბილისის მასშტაბით 18 330 პირველკლასელის მიღებაა შესაძლებელი, ხოლო საქართველოს მასშტაბით ჯამში - 74 606 მოსწავლის. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ წელს პირველ კლასში 55 000-მდე მოსწავლე შევა.

ლია გიგაური მშობლებს მიმართავს, სკოლები სახლთან ახლოს შეარჩიონ.

„თბილისში გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 18 330, რაც 3 000-ით მეტია თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე. საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 74 606. ჩვენ ველოდებით სავარაუდოდ, 55 000-მდე მოსწავლეს. ასე რომ არც ერთი მოსწავლე არ იქნება სკოლის გარეშე. მშობლებს ვთხოვთ, სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ლია გიგაურის განმარტებით, წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, სკოლებში რეგისტრაციას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. დღეს, 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასაწყებად მზად იქნებიან.

მისი თქმით, დღეს 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის დასაწყებად მზად იქნებიან.

“პირველ ეტაპზე, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირდებიან ის პირველკლასელები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. მეორე ეტაპზე ხდება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 2018 წლის 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.emis.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. მესამე ეტაპი არის 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან სკოლის ბაზებში, ანუ სკოლაში უნდა მივიდეს მშობელი და ბავშვი დაარეგისტრიროს გამოთავისუფლებულ ადგილებზე. ასევე, სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მისი განმარტებით, სავალდებულო დოკუმენტები, რომელიც მშობელმა უნდა წარადგინოს, არის - მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე მშობლის რეკვიზიტების შესახებ - ეს იქნება სამუშაო ადგილი იქნება თუ ტელეფონის ნომერი.

„მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა დროულად მოამზადოს დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და წარადგინოს სკოლაში“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

LIVE "ნიუსრუმიდან": ინფექციონისტი - ეკა ჩაკვეტაძე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა