ვარიანის სასაფლაოზე, საფლავის ქვის დაცემის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა

ვარიანის სასაფლაოზე, საფლავის ქვის დაცემის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე სასაფლაოზე, საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა მიცვალებულთა ხსენების დღეს, აღდგომის მეორე დღეს მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს ოჯახი საფლავზე იმყოფებოდა, დიდი ზომის საფლავის ქვა სადგამიდან მოძვრა და არასრულწლოვანს ფეხზე დაეცა.

დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სახლში გაწერეს. „გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის თქმით, მცირეწლოვანს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თაბაშირის ტარება მოუწევს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია