პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სანკტ-პეტერბურგელი მაღალჩინოსნის დაცვაში მუშაობს? - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ნადირაშვილი

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სანკტ-პეტერბურგელი მაღალჩინოსნის დაცვაში მუშაობს? - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს განიხილავდნენ, მან კითხვა დაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილს, თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მის პასუხს ვერ გაახმოვანებს.

„თავიდანვე ვერ ვხედავდი ამ მოსმენის დახურვის აზრს და იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მიგვიღია ისეთი ინფორმაცია, რომელიც ანგარიშში არ იყო. მე ამ შეხვედრაზე დავინტერესდი, დამიდასტურებს თუ არა სუს-ის უფროსის მოადგილე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დღეს დასაქმებულია და მუშაობს სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად.

რადგან შეხვედრა იყო დახურული, მე მხოლოდ ჩემი კითხვის გამოტანა შემიძლია თქვენთვის. ამ შეკითხვაზე მინდოდა პასუხი მიმეღო იმიტომ, რომ ადამიანთან გამოძიებას კითხვები ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დღეს ის სად აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს

ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა