სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელს კანონმდებლები 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ, მათმა კითხვებმა კი მედია, სოციალური ქსელები და ჟურნალისტები გააოგნა.

Mashable წერს, რომ ასაკოვანი სენატორები ცუკერბერგს ძალიან "ძველ" კითხვებს უსვამდნენ.

სენატორმა პატრიკ ლიჰმა სოციალური ქსელის დამფუძნებელს აჩვენა "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფების ამონაბეჭდები და კითხა, იყო თუ არა ეს ჯგუფები რუსული პროპაგანდა. სენატორი დარწმუნებულია, რომ ცუკერბეგი "ფეისბუქზე" ყველა პოსტს კითხულობს.

სენატორი ორინ ჰეჩი დაინტერესდა, როგორ შოულობს ფულს სოციალური ქსელი, რომლის მოხმარებაც უფასოა. ცუკერბერგმა მას რეკლამების შესახებ უამბო.

თუმცა, სოციალური ქსელის მუშაობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ასაკოვან სენატორებს აქვთ - 45 წლის კანონმდებელმა ბრაიან შაცმა იკითხა, ხედავს თუ არა "ფეისბუქი" WhatsApp-ის პირად მიმოწერას. ცუკერბერგმა განუმარტა, რომ მიმოწერა დაშიფრულია და სხვა კომპანიებს მისი წაკითხვის საშუალება არ აქვთ.

"ტვიტერის" მომხმარებლების შეფასებით, ძალიან უხერხულია, რომ კანონმდებლები, რომლებსაც ტექნოლოგიების დარეგულირების ბერკეტები აქვთ, სრულებით ვერ ერკვევიან ტექნოლოგიებში.

მიმდინარე წლის აპრილში გაირკვა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის გავრცელებით არის დაკავებული, 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე მიიღო წვდომა.

„ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „გამალებულ შეიარაღებაში“ არიან ჩართული. ამ ჯგუფებს სურთ, სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ბოლო ზომა, რომელსაც სოციალურმა ქსელმა მიმართა, იყო ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, რომელსაც ყალბი პროფილების იდენტიფიცირება შეუძლია.

„ეს "გამალებული შეიარაღებაა". ისინი უფრო კარგად მუშაობას ეცდებიან, ჩვენც იმავეს გაკეთება გვმართებს“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე