ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები - რამდენს იხდიან ქართველ სპორტსმენებში

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები - რამდენს იხდიან ქართველ სპორტსმენებში

გერმანულმა საიტმა Transfermarkt.de-მ საკუთარი ბაზა განაახლა და მნიშვნელოვნად შეცვალა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფასი.

გამოსარჩევია გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება, რომელიც ქართველ ფეხბურთელებში მე-6 პოზიციიდან მე-2 პოზიციაზე დაწინაურდა. 18 წლის ქართველი შემტევის ფასმა 1.8 მილიონი ევროთი მოიმატა.

კერძოდ კი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასის მატება 2018 წლის 30 მარტს ფიქსირდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 2017 წლის 5 აპრილიდან, როცა გიორგი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ანუ დაახლობეით ერთ წელიწადში, უფრო ზუსტად 11 თვეში ქართველი ტალანტის ფასი 10-ჯერ გაიზარდა. მაშინ ჩაკვეტაძის გრაფაში სულ რაღაც 300 ათასიევრო ეწერა. დიაგრამაზე ეს ყველაფერი უფრო შთამბეჭდავად ჩანს.

გარდა ამისა გერმანული სააგენტო ჩაკვეტაძეზე საკმაოდ საინტერესო მონაცემებს გვაწვდის.

სატრანსფერო ფასის მიხედვით:

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატში რეიტინგით 49-ე ფეხბურთელია

რეიტინგით მე-10 ადგილზეა "გენტში"

საქართველოში მეორეა მსოფლიოში 1887-ე პოზიციაზეა

შემტევ ნახევარმცველებში 131-ე

1999 წელს დაბადებულებს შორის 22-ე

მოიმატა აგრეთვე კახი მახარაძის და ოთო კიტეიშვილის სატრანსფერო ფასმა. ხოლო გიორგი მაკარიძის, აკაკი გოგიას და ლევან მჭედლიძის სატრანსფერო ღირებულება დაეცა.

სიის სათავეში კვლავ ლიდერობს საბა კვირკველია, რომლის ღირებულება 5.8 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება სიას, ქართული ოცეული ასე გამოიყურება: (ფასები მოცემულია ევროში)

1. საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 5.8

2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) - 3.0

3. გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია) - 2.5

4. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ) - 2.5

5. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 2.3

6. აკაკი გოგია (უნიონი, გერმანია) - 1.2

7. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 1.2

8. გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი) - 1.1

9. ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) - 1.0

10. გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი) - 1.0

განაგრძეთ კითხვა

"მრევლსა და მეუფე სტეფანეს შორის კი არ არის დაპირისპირება, არამედ მეუფე პეტრეს მომხრეებსა და წმინდა სინოდს შორის" - მეუფე ნიკოლოზი

"დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის" - ილია მეორე

"თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან და ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა" - მეუფე ნიკოლოზი