ბარნოვზე მოკლულ ქალს თელავში, სოფელ სანიორეში გადაასვენებენ

ბარნოვზე მოკლულ ქალს თელავში, სოფელ სანიორეში გადაასვენებენ

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გადაასვენებენ. მოკლულის, თაკო გამრეკელაშვილის ნათესავების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი გარდაცვლილის მამინაცვალი იყო. მათივე თქმით, ეჭვმიტანილი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

მოკლულის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. „უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "არ ვაპატიებ, თავზე უნდა ჩამოვაქციო ყველაფერი" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარსულზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი