სენაკში ჩვილის ცხედარი იპოვეს

სენაკში ჩვილის ცხედარი იპოვეს

სენაკში, ერთ-ერთი ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ჩვილის ცხედარი იპოვეს. „ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან, ნაჭრებში გახვეული აღმოაჩინეს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მისივე ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება 112-ში გუშინ შევიდა. გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინ არის, მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს ოჯახის დიასახლისი, სადაც ჩვილის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა სენაკში მოხდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია