სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ, როზეტა მაისურაძემ განუცხადა, რომელიც სარფის საბაჟოსთან იმყოფება.

მისი თქმით, საზღვარს თურქეთის მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით თავისუფლად კვეთენ, საქართველოს მოქალაქეები კი შეფერხებით გადაადგილდებიან. მაისურაძის განმარტებით, შეფერხების მიზეზი მათთვის უცნობია.

"რამდენიმე საათია ათობით საქართველოს მოქალაქე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან იმყოფება და საზღვრის გადაკვეთას ცდილობს. მიზეზი არ ვიცით, არავინ გვეუბნება. თავისუფლად მოძრაობენ თურქეთის მოქალაქეები, ჩვენ კი საზღვარს ვერ ვკვეთთ",- აცხადებს როზეტა მაისურაძე.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი