უცხოეთიდან ევროს გადმორიცხვის მიღების ალტერნატიული არხი ქართველი მომხმარებელისთვის UniPAY-სგან

უცხოეთიდან ევროს გადმორიცხვის მიღების ალტერნატიული არხი ქართველი მომხმარებელისთვის UniPAY-სგან

ევროს გადარიცხვების არეას საქართველოც მიუერთდა. კომპანია UniPAY ქართველ მომხმარებელს უცხოეთიდან ევროს გადმორიცხვის მიღების ალტერნატიულ არხს სთავაზობს.

პირველად საქართველოში, კომპანია UniPAY-მ 2017 წლის ბოლოს მომხმარებლებს SEPA-ს ევროპული ანგარიში შესთავაზა. SEPA (Single Euro Payments Area), ევროპის 34 ქვეყანას აერთიანებს და ამ ქვეყნების მოსახლეობას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ევროპული ბანკიდან თანხა დაბრკოლებებისა და შუამავლების გარეშე გადარიცხონ და მიიღონ. UniPAY-მ სწორედ ამ გადარიცხვების არეალთან დააკავშირა საქართველო და მომხმარებლებს უნიფეის საფულეში ერთი ღილაკით ანგარიშის გააქტიურების საშუალება მისცა.

ვებ გვერდზე www.unipay.com დარეგისტრირებულ მომხმარებელს, მარტივად შეუძლია გაააქტიუროს პირადი SEPA-ს ანგარიში და მიიღოს ევროპიდან გადმორიცხული თანხა ზუსტად იმავე პირობებით, როგორც ევროპული გადახდების სივრცეში ანგარიშის მფლობელმა.

თუ ქართულ საბანკო ანგარიშზე ევროპული ბანკიდან გადმორიცხული თანხა აისახება 3-დან 5 სამუშაო დღეში და მოითხოვს შუამავალ ბანკებს, SEPA-ს ანგარიშზე თანხის მისაღებად მხოლოდ 1 სამუშაო დღე არის საჭირო და თანხა პირდაპირ შუამავალი ბანკების გარეშე ირიცხება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმღებსა და გამგზავნს შეუძლიათ ოპერაციები ნებისმიერ ადგილას, ონლაინ ბანკით შეასრულონ დღის ნებისმიერ დროს.

SEPA ასევე ხელსაყრელი პროდუქტია იმ მეწარმეებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ ევროპაში თავიანთი პროდუქცია გაიტანონ, მომსახურება გაუწიონ ევროპაში მცხოვრებ ბიზნეს-პარტნიორს, ან SEPA-ს წევრი ქვეყნის ნებისმიერ მაცხოვრებელს. „SEPA ბიზნესისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გადახდები ევროპის 34 ქვეყნიდან.

კომპანია UniPAY საქართველოდან გადარიცხვების დამატების კუთხითაც აგრძელებს მუშაობას და უკვე ძალიან მალე თანხის ევროპაში გადარიცხვის ფუნქციაც ხელმისაწვდომი იქნება.

იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კრიპტოვალუტით არიან დაინტერესებული და ისეთი ვებ გვერდებიდან სურთ თანხის განაღდება, როგორებიცაა მაგალითად: cex.io, bitstamp, bitfinex, kraken, bitcoin.de, GDAX, BitPanda, Paymium, Safello, CoinCorner, Cubits, AnyCoin, Direct, HappyCoins, Coinbase და ყველა კრიპტოსაფულე, სადაც SEPA ქოინების კონვერტაციის სხვადასხვა ვარიანტებია, შეუძლიათ მეთოდებში აირჩიონ SEPA-ს ანგარიში, რომელიც გენიჭებათ UniPAY-ს საფულეში SEPA-ს ანგარიშის გააქტიურებისას. ამ შემთხვევაში UniPAY-ს საფულეში თანხა პირად ანგარიშზე დაგიჯდებათ.

კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ელექტრონული საფულის მომხმარებლებს ინოვაციურ, გადახდების ალტერნატიულ არხებსა სთავაზობს. ელექტრონული საფულის კონცეფცია მსოფლიოში ზოგადად ახალი ტენდენციაა და ის დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რადგან მისი მოდელი განსხვავებულია კლასიკური საბანკო სისტემისგან. სმარტფონისა და ინტერნეტ ბანკის საშუალებით საფულის მფლობელს შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა გადასახადები, იშოპინგოს, ისარგებლოს უამრავი ონლაინ სერვისით, ან შეასრულოს საბანკო გადარიცხვები.

SEPA-ზე დამატებითი ინფორმაციისა და ანგარიშის აქტივაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.unipay.com/sepa

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი