ტიტების ულამაზესი ბაღი წალენჯიხაში, რომელსაც ცოლ-ქმარი 15 წელია აშენებს

ტიტების ულამაზესი ბაღი წალენჯიხაში, რომელსაც ცოლ-ქმარი 15 წელია აშენებს

ყველაფერი 15 წლის წინ ამერიკიდან გამოგზავნილი ტიტების ბოლქვებით დაიწყო. დღეს თამარ კვარაცხელიას ეზოში 15 ფერის და ჯიშის ტიტა ცხოვრობს. ტიტების ულამაზესი და ზღაპრული ბაღი მნახველში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ქალბატონი თამარის ბაღში ტიტები მარტის დასაწყისში იწყებენ ყვავილობას და აპრილის შუა რიცხვებამდე ყვავიან. ერთმანეთს სხვადასხვა ფერის ტიტები ენაცვლებიან და ეზოში საოცარ განწყობას ქმნიან.

- დავამთავრე თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსისტეტი. ვცხოვრობ წალენჯიხაში, ვმუშაობ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირეტქორად. მყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.ყვავილები პატარაობიდან მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა მოვლილი ეზოები, ამის განსაკუთრებული ტრადიცია ნამდვილად არის სამეგრელოში. ყველაზე მოვლილი და ლამაზი ეზოები ჩვენს კუთხეშია. რაც შეეხება კოლექციას, მაქვს აფრიკული იების (სენპოლია) და ტიტების კოლექცია. ტიტებს 15 წელია ვუვლი და ვამრავლებ, ყველაფერი კი რამოდენიმე ბოლქვით დაიწყო, რომელიც ჩემმა მულმა, დარეჯან ჭანტურიამ გამოგვიგზავნა ამერიკიდან, თვითონ დარეჯანს ძალიან უყვარს ყვავილები და სურვილი აქვს, რომ ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს მათი გახარება-გამრავლება.

- ულამაზესი ბაღი გაქვთ. როგორ მრავლდება ტიტა?

- დიახ, სწორედ დარეჯანის გამოგზავნილი ბოლქვებით შევძელით მათი გამრავლება და იმ ბაღის მოწყობა, რომელიც ყველას ძალიან ხიბლავს. ამ საქმეში კი ჩემი მეუღლის ვალერი ჭანტურიას დიდი თანადგომისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებდი, მას დამთავრებული აქვს სასაოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მემცენარეობის დარგის სპეციალისტია. 15 წლის მანძილზე პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე თითქმის ყველაფერი შევისწავლეთ ტიტებზე, ამჯერად უკვე სხვებსაც ვუზიარებთ და ვასწავლით მოვლა-გამრავლების წესებს. ტიტა უნაზესი, ულამაზესი ყვავილია, ამავდროულად არის ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარე. ის მრავლდება ბოლქვებით, ასევე თესლითაც, მაგრამ თესლით გამრავლება არასოდეს მიცდია.

- როდის უნდა ამოვიღოთ ბოლქვები და როგორ, რა პირობებში უნდა შევინახოთ?

- ბოლქვების ამოღება ხდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ყვავილობა და ფოთლები იწყებენ გაყვითლებას. ამოღებულ დედა ბოლქვებს თან მოყვება პატარა ბოლქვები, რომელთაც „შვილიკოებს’“ ვეძახი ხოლმე. ეს ბოლქვები უნდა მოვათავსოთ მშრალ გრილ ადგილას, რათა კარგად გაშრეს.

- როდის ირგვება ტიტები?

- ტიტების დარგვა ჩვენს პირობებში ხდება შემოდგომაზე, ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

გურამ დოჩანაშვილს, მისი სურვილის თანახმად, შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა - რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

"ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას...ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპაანიას" - რომან გოცირიძე