საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა მესამე წელია ნაყოფიერად გრძელდება და წელს უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს „საქართველოს ბანკის“ მიერ მცირე და საშუალო სეგმენტისთვის სპეციალურად შექმნილი ნომინაცია „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ – რომელიც ხელს უწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, ამ სეგმენტის კომპანიების მოტივირებას და წახალისებას. ხოლო, 2017 წლის დაჯილდოებისთვის ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“, რომელმაც დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია ამ ინდუსტრიაში ჩართული ქალი მეწარმეების მხრიდან. აღნიშნული კატეგორია სწორედ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე ქალების მოტივირებისა და წახალისებისთვის შეიქმნა და მონაწილეობას იღებდნენ ქალბატონები, რომელთაც თავიანთი კარიერა მიუძღვნეს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს კიდევ უფრო საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე, რაც 2018 წლის საკონკურსო წელს შეეხება, პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან იმართება და წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გააცნონ თავიანთი კომპანია ფართო სამიზნე აუდიტორიას, მოიპოვონ სასარგებლო კონტაქტები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წამყვანი კომპანიის წარმომადგენელთან.

მეოთხე წელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტის თანაორგანიზატორია. თბილისის მერია კი მხარდამჭერი. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო.მესამე ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და გაეცნონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ უახლეს ინფორმაციას.

მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის ივნისის დასაწყისში სასტუმრო ბილტმორ თბილისში. დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ფეისბუქზე ან ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს - www.awards-tourism.com.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი