რატომ არის ჰამბურგერი რეკლამაში უფრო მადისაღმძვრელი, ვიდრე რეალობაში

რატომ არის ჰამბურგერი რეკლამაში უფრო მადისაღმძვრელი, ვიდრე რეალობაში

ჰამბურგერის გაჩენის ისტორია ერთ–ერთი ყველაზე ბურუსით მოცული საკითხია, რადგან დაზუსტებით არავინ იცის, სად შეიქმნა პირველად. არსებობს არაერთი ვერსია, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგს უკავშირდება, თუმცა უფრო სარწმუნო წყაროების მიხედვით აშშ–ის სიმბოლო აშშ–შივე შეიქმნა.

ჯერ კიდევ ჰამბურგერის შექმნამდე ქალაქი ჰამბურგი ცნობილი გახლდათ ძროხის ხორცით, რომელსაც სპეციალური მეთოდით ამუშავებდნენ და წვავდნენ, შემდეგ კი კარტოფილთან და პურთან ერთად მიირთმევდნენ. ამ მეთოდით დამზადებული ხორცის ორ პურში მოთავსება კი ნამდვილად ამერიკელების მიგნებაა. როცა გერმანელი ემიგრანტების ნაკადი აშშ–ი გადავიდა, მათ თან ტრადიციული საკვების დამზადების მეთოდიც წაიღეს და დიდ ქალაქებში რესტორნების გახსნა დაიწყეს. მალე ხორცს ამერიკული ნიშნებიც გაუჩნდა. მას ხახვი, ნიორი, მარილი და პილპილი დაემატა. 1837 წელს კი გაჩნდა პირველი „ჰამბურგერის სტეიკი“ რომელიც 10 ცენტი ღირდა და მენიუში ყველაზე ძვირადღირებული საკვები იყო.

1921 წელს პირველი სწრაფი კვების ობიექტის გახსნამ გაზარდა ბურგერის პოპულარობა და სულ მალე ის ამერიკელების საყვარელ საჭმელად იქცა. ამ ობიექტში, რომლის ქსელი დღესაც არსებობს, ბურგერი 5 ცენტი ღირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა ზღვების გადაღმაც კი წაიღეს. ამის მთავარი მიზეზი სწრაფი დამზადების მეთოდი გახლდათ. მეორე მხრივ კი, სამშობლოსგან შორს მყოფი ჯარისკაცები ნოსტალგიას და მონატრებას იკლავდნენ.

მას შემდეგ ბურგერები იხვეწება და ვითარდება. დღეს მსოფლიოში არაერთი ქსელური კომპანიაა, რომლებიც ბურგერებს სთავაზობენ მომხმარებელს. მათ შორის კი ერთ–ერთი გამორჩეულია KFC, რომელიც მომხმარებელს ბურგერების განსაკუთრებულად მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. თუმცა ამ ასორტიმენტში ნამდვილი პიკანტური დღესასწაული შეფბურგერების სერიაა. თბილისის მასშტაბით, თქვენ KFC–ის 5–ვე რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ შეფბურგერი და მისი ორმაგი ანალოგი, როგორც ცხარე ხორცით, ასევე ორიგინალი.

ბურგერების მოყვარულთა ფავორიტი კი აღმოჩნდა ცხარე, ორმაგი შეფბურგერი სპეციალური სოუსით, ხორცის უგემრიელესი ნაჭრით,ყველის ფირფიტით და სხვა პიკანტური ინგრედიენტებით. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო,სწორედ ამიტომ შეფბურგერების დაგემოვნება შეგიძლიათ KFC–ის 5–ვე რესტორანში:

  • "სითიმოლი"ქავთარაძის N 1
  • ჭავჭავაძის გამზ. N 26
  • "ისანიმოლი"ნავთლუღის 8ა
  • "სითიმოლი"გლდანი , ხიზაბავრისN 1
  • "გალერია თბილისი" რუსთაველის გამზ.# 2/4

აქვე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ჰამბურგერების შესახებ:

  • ყველაზე ძვირადღირებული ბურგერი 5000$ ღირს, რომელიც რესტორან The Fleur De Lys–ში,ლას ვეგასში იყიდება
  • თუ ერთ მწკრივში იმდენ ბურგერს დავაწყობთ, რამდენსაც წლის განმავლობაში ამერიკელები ჭამენ, ამ მწკრივით დედამიწას 32–ჯერ შემოვარტყამთ წრეს
  • 2012 წელს მინესოტის რესტორანმა Black Bear Casino Resort–მა რეკორდი მოხსნა. მათ მსოფლიოში უდიდესი ჰამბურგერი დაამზადეს, რომლის დიამეტრი 3 მეტრი, წონა კი 913 კგ იყო
  • აშშ–ში წელიწადში დაახლოებით 50მლრდ ბურგერი იჭმევა
  • აშშ–ში საქონლის ხორცის 71% ბურგერებისა და ჩიზბურგერების დასამზადებლად გამოიყენება
  • რეკლამაში ბურგერი ყოველთვის უფრო გემრიელად გამოიყურება, ვიდრე ცხოვრებაში. მიზეზი კი ისაა, რომ რეკლამაში უმ ბურგერებს იღებენ
  • მიჩნეულია, რომ „ჩედერი“ ბურგერისთვის საუკეთესო ყველია
  • კეიტ მიდლტონის საყვარელი ბურგერი 805 კალორიას შეიცავს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის