"ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ..." - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

"ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ..." - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ, ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები, - ასეთ განმარტებას აკეთებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია უმრავლესობის წევრებს დავით მათიკაშვილსა და ირაკლი აბუსერიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

“არავითარ ჩხუბსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო რაღაც კამათი და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე - შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ - აი ამ თემაზე. ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ, მათიკაშვილი მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. დეპუტატები დაპირისპირებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათიკაშვილი და აბუსერიძე მხოლოდ საუბრობდნენ, თუმცა რა თემაზე - არ აკონკრეტებენ.

ნახეთ ვიდეო: უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "ჩემი თვალით დავინახე, რომ გაგაშველეს" - რა მოხდა პარლამენტში?

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე