დავით ჭიჭინაძე: "ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა..."

დავით ჭიჭინაძე: "ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა..."

"ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დეპუტატ გია ვოლსკის პასუხად განაცხადა, რომელმაც დეპუტატის განცხადებას "კოლექტიური ზარდიაშვილების" შესახებ, არაკორექტული უწოდა.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო

„ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ჭიჭინაძემ ზოგიერთ საკუთარ კოლეგასთან დაკავშირებით აღნიშნული განცხადება გუშინ გააკეთა:

"პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაც წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავზეგასულობამ გამაკეთებინა და ამას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, "ქართული ოცნებიდან" დავდიოდით მოსახლეობასთან და პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა, ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არ მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა"... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის" - კალაძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გახარიას ანგარიში; ოპოზიციის პოზიცია; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"