ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."

ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ESPN-ს სიუჟეტში - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც შემხვედრია..."

სპორტულმა სატელევიზიო არხმა ESPN-მა ზაზა ფაჩულიას შესახებ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტი ქართველი ცენტრის შვილების კომენტარით იწყება, რომლებსაც თავიანთ საყვარელ კალათბურთელზე ეკითხებიან.

საბას სტეფ კარი მოსწონს, დავითი კი კევინ დურანტის ფანია; მარიამის თქმით, მისი საყვარელი მოთამაშე კლეი ტომპსონია, რასაც ზაზას მხრიდან კომენტარი მოჰყვება: "გილოცავ, კლეი". ზაზა ფაჩულიას ყველაზე ახლო მეგობარი "გოლდენ სტეიტში" სწორედ კლეი ტომპსონია.

სიუჟეტში ზაზა ოჯახთან ერთად მუზეუმს ესტუმრა. ავტორი ამბობს, რომ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა მეუღლე 11 წლის წინ გაიცნო. მაშინ თიკა ერთ-ერთ ქართულ ანსამბლში ცეკვავდა.

კითხვაზე:"ზაზასთან ერთად თუ გიცეკვია?" თიკა ალავიძე-ფაჩულია პასუხობს - "ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც კი შემხვედრია. ის ძალიან მოუქნელია".

- ბოროტი თუ მოუქნელი? სჯობს, ეს კითხვა თავად ფაჩულიას დავუსვათ.

"ვიცი, რასაც გულისხმობთ. სიმართლე გითხრათ, ინციდენტი კავაისთან უიღბლობას შეგვიძლია მივაწეროთ. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.

წინასწარ გაზრახული იყო თუ არა ჩემი საქციელი? რა თქმა უნდა, არა, ეს სისულელეა. ამავეს თქმა შემიძლია რასელ უესტბრუკთან ინციდენტზე.

უკნიდან ჩემი თანაგუნდელის, ნიკ იანგის ფეხი ვიგრძენი და ამის გამო დავეცი ვესტბრუკს. არ ვიცი, მან რატომ გააკეთა შემდეგ ასეთი განცხადებები.

ჩვენ აღნიშნული მატჩი 20 ქულით მოვიგეთ და მას შეხვედრა არ წაუვიდა და შესაძლოა, ამ განცხადებით ფაქტის გადაფარვას ცდილობდა".

- ამ ინციდენტის შემდეგ თქვენ მოკვლით გემუქრებოდნენ?

"დიახ, ნამდვილად ასე იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი ოჯახი და შვილები იდგნენ ამ საფრთხის წინაშე", - ამბობს ზაზა.

"ძალიან უცნაური პერიოდი იყო... პირველად ვიგრძენით ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ჩვენ მუქარის მესიჯებს ვიღებდით და ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ", - ამბობს თიკა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი