რამდენი ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს თვიურად უთო, ნათურა, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ტექნიკა - ფასების ინფოგრაფიკა

რამდენი ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს თვიურად უთო, ნათურა, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ტექნიკა - ფასების ინფოგრაფიკა

თვის ბოლოს ელექტროენერგიის ქვითარზე დახედვა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მომენტია, რადგან არასდროს ვიცით, ზუსტად რამდენციფრიანი იქნება მასზე აღნიშნული თანხა. ფაქტია, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა თუ დასუფთავების გადასახადები მოსახლეობას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მძიმე ტვირთად აწევს, რაზეც ოჯახის ბიუჯეტის საგრძნობლად დიდი ნაწილი იხარჯება.

იმისთვის, რომ დაახლოებით მაინც შეძლოთ ხარჯის გამოთვლა და ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა, Ambebi.ge გთავაზობთ ელექტროტექნიკის მიახლოებით ხარჯს ერთი თვის მანძილზე. ინფოგრაფიკაში ნახავთ, რა თანხას იხდით საშუალოდ, თითოეული ტექნიკის მოხმარებაში.

ხარჯის გამოთვლაში ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი თემურ ხუნდაძე დაგვეხმარა. თანხა გამოთვლილია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით, არ არის აბსოლუტური სიზუსტე, თუმცა, საკმაოდ ახლოსაა რეალურ ხარჯთან.

რჩევები, რომლებიც ელექტროენერგიის ხარჯვას შეგიმცირებთ:

  • ელექტროქურაზე საჭმელის მოსამზადებლად გამოიყენეთ ქვაბი, რომლის ფსკერის ზომა ქურის დიამეტრის ზომის ტოლია. არასწორად შერჩეული ჭურჭელი ელექტროენერგიის 10-15% დანაკარგს იწვევს.
  • საკვების მომზადება თავღია ჭურჭელში 2-6% ენერგიის დანაკარგს გამოიწვევს.
  • დროულად მოაცილეთ ელექტროჩაიდანის ფსკერიდან ნალექი. ნალექი გროვდება წყლის მრავალჯერადი დუღილის შედეგად და დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება, რაც დუღილის პროცესს საგრძნობლად ანელებს.
  • ჩაიდანში ზუსტად იმდენი წყალი აადუღეთ, რამდენიც იმ წუთისთვის გჭირდებათ.
  • მტვერსასრუტი მტვრით სავსე ტომრით და გაუწმენდავი ფილტრით ცარიელზე 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს.
  • წყლის გამაცხელებელი (მაგალითად, ატმორი) დაამონტაჟეთ სამზარეულოს ნიჟარასთან ახლოს, ამით ცხელ წყალს სწრაფად მიიღებთ და ელექტროენერგიასაც დაზოგავთ.

ინფოგრაფიკა: ნარიტა ჩხაიძე

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე

საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო