28 სადღეგრძელო, რომელიც თანამედროვე ქართულ სუფრაზე უნდა დაილიოს

28 სადღეგრძელო, რომელიც თანამედროვე ქართულ სუფრაზე უნდა დაილიოს

როგორი ტრადიციული რიტუალები იყო და რომელი სადღეგრძელოები ისმებოდა ძველ ქართულ საქორწინო სუფრებზე, ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ალბათ საინტერესოა, რა სადღეგრელეობს სვამენ დღევანდელ საქორწინო სუფრებზე... გელა ქოქიაშვილის წიგნში "სუფრავ გაშლილო - ლხინი ხარ" მივაგენით ავტორის მიერ წარმოდგენილ საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობას. ამ მცირე კვლევიდან ჩანს, რომ სრულ საქორწილო ქართულ თანამედროვე სუფრაზე სულ 28 სადღეგრძელო უნდა დაილიოს.

წაიკითხეთ ასევე: რა სადღეგრძელოებს ამბობდნენ ძველად საქართველოში - ქართველი მეფეების, მწერლებისა და მოღვაწეების ნათქვამი სადღეგრძელოები

თანამედროვე საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა ასეთია:

1. სუფრის დალოცვა. დღის მადლის კურთხევა-დღეგრძელობა.

2. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო.

3. ქართულ სინამდვილეში იმ დღეს ყველა ქორწილისა თუ ნიშნობისადმი სოლიდარობის გამოხატვა-დალოცვა.

4. იმ დღეს ქართულ ოჯახებში ახლად დაბადებულთა (ძე თუ ასული) ამ ქვეყანაზე მოსვლის, მათი მომავალი ღირსეული ცხოვრების და ბედნიერების დალოცვა-სადღეგრძელო.

5. შეუღლების ოფიციალაურ დამადასტურებელთა, მეჯვარეების (ხელისმომკიდეების) დღეგრძელობა.

6. მეფე-დედოფლის მშობლების დღეგრძელობა.

7. თუ მეფეს ან დედოფალს მშობელი გარდაცვლილი ყავს, მათი ცალ-ცალკე დღეგრძელობა.

8. მეფე-დედოფლის დედმამიშვილების დღეგრძელობა.

9. მეფე-პატარძლის პაპა-ბებიების დღეგრძელობა.

10. მეფე-დედოფლის წინაპრების თამადობით, მაგიდის ყველა წევრის წინაპრების ხსენება-დღეგრძელობა. განაგრძეთ კითხვა

სიღნაღში პოლიციამ გზაზე პარკში გახვეული ახალშობილი იპოვა

„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთში კორონავირუსით გარდაიცვალა