ავტორი:

"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ

"ახლა მთავარია აქცია არ დაიშალოს..." - რას ელოდებიან სომხეთში სარგსიანის წასვლის შემდეგ

სომხეთში ხალხის პროტესტმა გაიმარჯვა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მაგრამ მე არც ერთს არ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი... პაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი..." - ამ სიტყვებით დაასრულა სერჟ სარგიანმა თავისი 10 წლიანი მმართველობა, რომელიც 2022 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო.

სომეხი ექსპერტების თქმით, მთავარია, პროტესტის მუხტი არ ჩაცხრეს, ხალხი არ დაიშალოს და ის მოთხოვნები, რაც ქუჩაში გამოსულ ადამიანებს ჰქონდათ, ჰაერში არ დარჩეს. მანამდე კი, ვიდრე ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, მის მოვალეობას ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს. ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, სადაც უმრავლესობას ისევ "რესპუბლიკური პარტია" წარმოადგენს. შესაბამისად, ვითარება მარტივად განსასჯელი არ არის...

ჩამონათვალი, რისთვისაც სარგსიანს სომხეთის მოსახლეობა აკრიტიკებდა, საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ადილობრივების თქმით, ახლა მთავარია, როგორი იქნება სომხეთის საგარეო კურსი.

ადგილობრივი სამხედრო ექსპერტის აიკ ნააპატიანის თქმით, სომხეთში დაწყებული საპროტესტო ტალღის უკან, იგივე ორგანიზაციები და მათი კოლეგები დგანან, რომლებიც სხვა ქვეყნებში იდგნენ "ფერადი რევოლუციების" დროს..

"ნიკოლ პაშინიანს იმედიც არ ჰქონდეს, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნება, რადგან "სცენარის ავტორები" სომხეთში არ ცხოვრობენ და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სხვაგან დაწერილი სცენარით მართონ ქვეყანა..." - ამბობს აიკ ნააპატიანი.

სარგსიანის წასვლას ეხმაურება ბლოგერი ლევონ აირაპეტიანიც:

"ის წლებია ხალხს ძარცვავს. 2016 წელს პუტინის მოთხოვნით შეხვდა ალიევს და მას ყარაბაღის ტეროტორიის ნაწილი გადასცა.. ჩვენ ამას ვერ ვაპატიებთ და ვერც რეზიდენციაში ვხედავთ მის ადგილს... ათი წელია, ხალხს არ გაუღიმიa, საკმარისია... მისი ნდობა არც ერთი წუთით არ შეიძლება, მან ადრეც თქვა, პრეზიდენტობასა და პრემიერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, თუმცა, ვნახეთ, როგორ კომფორტულ მმართველობას იმზადებდა..." - წერს ბლოგერი, რომლის თქმითაც, სარგსიანის ხალხი ახლაც გამალებით ცდილობს პაშინიანისთვის სახელის გატეხვას.

როგორია სარგსიანის წასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების გეგმები, Ambebi.ge ერევანში მიმდინარე აქციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს რობერტ აბრამიანს ესაუბრა.

"აღარ შეგვეძლო ასე გაგრძელება. აღარ შეგვიძლია მაფიოზი სარგსიანის მონობა, რომელმაც ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივა წაართვა, ჩემი ორივე შვილი სასწავლებლად და საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა, შემდეგ იქ დარჩნენ, რადგან საკუთარი ქვეყანაში არაფერი გამოუვიდათ. მე და ჩემი მეუღლე კი, ყოველი მომდევნო ან ყოველი მეორე წლის ზაფხულის დადგომის იმედით ვსულდგმულობთ... არ მინდა იმის გაფიქრება, რომ ერთ დღეს ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩემი შვილები კი ამ სახლის კარს ჯერ დაკეტავენ, შემდეგ კი გაყიდიან... თუ ასე გაგრძელდა, ასეც მოხდება... ეს არ უნდა, იმ ასიათასობით სომეხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა. ახლა მთავარია არ დავიშალოთ..." - აცხადებს Ambebi.ge-სთან საუბარში ერევნის აქციის აქტიური მონაწილე რობერტ აბრამიანი.

აქციის კიდევ ერთ მონაწილის კარაპეტ რუბინიანის თქმით, სარგსიანმა მოჩვენებითად მიიღო ევროკავშირთან დაახლოების გადაწვეტილება, სინამდვილეში კი, პუტინისა და ნაზარბაევის კლუბში დარჩა.

"ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ არ ვართ, მაგრამ კრემლთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, თუ ის სერჟის პოზიციის გაგრძელებას შეეცდება, მაშინ ხალხი რუსეთის წინააღმდეგ წავა..." - ამბობს რუბინიანი.

ახალგაზრდები კი მკაფიოდ ამბობენ, რომ სომხეთში რუსეთის გავლენები უნდა დასრულდეს. ეს მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარია, ჩამონათვალში.

"ჩვენმა ლიდერმა გარკვევით თქვა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ქვეყანა უნდა დატოვოს... სარგსიანის გადადგომით პროტესტის ტალღა არ დასრულდება - ჩვენ ცვლილებებს ვითხოვთ ქვეყნის გადასარჩენად..." - აცხადებს პაშინიანის ახალგზარდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსლან აბრამიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე