"ბევრი შვილი მართლაც, ყველაზე დიდი სიმდიდრეა" - 5 შვილის დედის მაკო რატიანის ოჯახური ამბები და საფირმო კერძი

"ბევრი შვილი მართლაც, ყველაზე დიდი სიმდიდრეა" - 5 შვილის დედის მაკო რატიანის ოჯახური ამბები და საფირმო კერძი

რამდენი? ჰო, ზუსტად ოცი წელი. სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ შედეგები შეაჯამო, შენი და "ნიკორას" პირველი შეხვედრა გაიხსენო, გაიხსენო პირველი გაკვირვება, რომ 90-იანი წლების საქართველოში, როგორც იქნა, განსხვავებული გემოსა და მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტი შეიძინე. გაიხსენო ის დღე, ქართულმა "ნიკორამ" შენს ოჯახში რომ დაიმკვიდრა ადგილი და თავად შენი ცხოვრებისეული ამბებიც. სად იყავი 20 წლის წინ? როგორი იყო მაშინდელი შენი ყოველდღიურობა და როგორ მოვიდა ნდობა და ერთგულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდის მიმართ. ოცწლიანი მეგობრობა "ნიკორასთან". პირველი გმირი განსაკუთრებულია. მას მაკო რატიანი ჰქვია. ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალბატონი ჩვენს სითიში. 5 შვილის დედა, ბებია, სამუშაო რეჟიმი 24/7-ზე, მხიარული, ენერგიული და, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური დიასახლისი.

მაკო რატიანის დიდი ოჯახი

ჩემს ისტორიას ყველა ჩემი გათხოვებით იწყებს. უკვე არ მიკვირს. მეც ასე დავიწყებ: ძალიან პატარა გავთხოვდი, 15 წლის ვიყავი. ტყუპი, გიორგი და ზუკა გურგენაძეები, 16 წლის ასაკში შემეძინა. გავიდა ერთი წელი და გაჩნდა კიდევ ერთი ბიჭი, აჩი გურგენაძე. 90-იანი წლები იყო. დღეს ბავშვებს რომ იმდროინდელ ყოფას ვუყვები, დაჯერებაც უჭირთ, რომ არ იყო შუქი, არც გათბობა, არც ცხელი წყალი და ზოგჯერ არც ცივი. სამი შვილის პირობებში რას როგორ ვახერხებდით, ჩვენი თაობისთვის იოლი ასახსნელია, პატარებისთვის - რთული. მაგრამ ჩვენ, ალბათ, ისევე, როგორც ყველა, როგორღაც "გამოვძვერით", სიცივესა და უშუქობაში, უპამპერსობასა და პურის რიგებში. ბავშვების აღზრდაში მშობლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. მე საკმაოდ პატარა ვიყავი და ეს დახმარება ძალიან მჭირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის ისტორიაში რთული პერიოდი ბევრჯერ დამდგარა. გათენდა ერთი დღე, ყველამ გავიღვიძეთ და აღარაფერი გვქონდა, აღარც ჩვენი საოჯახო ბიზნესი და აღარც სახლი, რომლის გაყიდვაც გვაიძულეს. მომიწია მაშინ ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება, მუშაობა უნდა დამეწყო. პირველი სამსახური იყო რესტორანი "პურპური", სადაც მენეჯერად ვმუშაობდი. მას შემდეგ ბევრი სამსახურისა და ეტაპის გავლა მომიწია. დღეს "ვი-თი-ბი" ბანკის პროტოკოლის მენეჯერი ვარ. წლების წინანდელ ჩემს გადაწყვეტილებას, ცხადია, არ ვნანობ.

ოჯახური ამბები კი გრძელდებოდა: 2005 წელს მეოთხე ბიჭი - ლაშა შემეძინა, ჩემი მეხუთე შვილი, გოგო, თამუნა კი 6 წლისაა. ეკა ხოფერიას გადაცემაში უფროსები ხუმრობდნენ, მაკო თუ არ გააჩერეთ, მეექვსესაც გააჩენსო. მეექვსე არ ვიცი, მაგრამ ბებიაც გავხდი. ჩემი დიდი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩემი შვილიშვილი ნინა, ორი წლისაა. ბევრი შვილი ამქვეყნად მართლაც, ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ზოგადად, ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ოჯახური შეკრებები გამორჩეულად მიყვარს. ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ გვჭირდება. გიორგი და აჩი დაოჯახებულები არიან და ცალკე ცხოვრობენ, თუმცა, საკმაოდ ხშირად ვართ ერთად. მიხარია, რომ ჩემი რძლებიც ასე იზიარებენ ჩემს დამოკიდებულებას და ჩვენი ოჯახური შეკრებები მათთვისაც მნიშვნელოვანია. ერთად დასასვენებლად წასვლაც ძალიან გვიყვარს და ზამთარსა თუ ზაფხულში, ერთი კვირით მაინც, ვისვენებთ ერთად. აღდგომა და ახალი წელი კი ჩვენი ორი, ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და აუცილებლად ერთად ვხვდებით.

ჩვენი დიდი ოჯახი და "ნიკორა"

"ნიკორას" პროდუქტებთან ჩემი ურთიერთობა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მალე ყიფშიძეზე, ჩემი სახლის სიახლოვეს საფირმო მარკეტიც გაიხსნა. მაშინ უკვე "წალეკილი" ჰქონდა დახლები მეტ-ნაკლებად უხარისხო იმპორტულ პროდუქციას და ის, რომ "ნიკორას" ხორცპროდუქტები ქართული წარმოებისა და ხარისხიანი იყო ჩვენთვის, რიგითი მყიდველებისთვის, სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. ნდობა თავისთავად მოვიდა. ჩემი დიდი ოჯახი, სადაც მამაკაცები ჭარბობენ, შემიძლია ვთქვა, რომ "ნიკორას" პროდუქტებზე გაიზარდა. საქმიანი ადამიანისთვის, რომლის საზრუნავი, სამსახურის გარდა, დიდი ოჯახია, სწრაფად მოსამზადებელი კერძები განსაკუთრებით მომხიბვლელია.

ბიჭებს განსაკუთრებით უყვართ სოსისი, პატარებს კი სხვადასხვა ძეხვეულით დამზადებული სენდვიჩები. სხვათა შორის, "ნიკორას" ლორით ჩემი საფირმო კერძიც მაქვს მოფიქრებული - სპაგეტი ლორით. რეცეპტი მარტივია, სპაგეტის უნდა დავუმატოთ მოთუშული ნიორი, ნაღები და ბოლოს შებრაწული ლორი. სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი კერძია, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. მეც და ჩემს ოჯახსაც "ნიკორასთან" წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და ის ჩვენი ყოველდღიური თუ საზეიმო ვახშმის განუყოფელი ნაწილია.

ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ "სითიში"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი