"არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ" - მამა პეტრე აქციებს აანონსებს

"არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ" - მამა პეტრე აქციებს აანონსებს

მამა პეტრემ სოციალურ ქსელში დღეს სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:

„SOS!.. ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად... ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ... თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი "ფეისკონტროლის" გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ...

17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“. რამ გამოიწვია მამა პეტრეს აღშფოთება, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ სასულიერო პირს დაუკავშირდა.

- სასულიერო პირი ვარ, ასეც რომ არ იყოს და აღსარებებს არ ვიბარებდე, მყავს 6 შვილი, რომლებიც თინეიჯერები არიან, თავისი ასაკის სხვა თინეიჯერებთან აქვთ ურთიერთობა და შესაბამისად მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე სად რა ხდება. ბავშვები მუსიკის მოსასმენად სხვადასხვა ადგილზე დადიან, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ვაკონტროლო ისინი. ახლა რთული ასაკი აქვთ, თავიანთ თავთან არიან წინააღმდეგობაში და განსაკუთრებით საჭიროა ყურადღება. თბილისში არის კლუბები სადაც არავინ აკონტროლებს ვინ შედის და როგორ ერთობა, რა იყიდება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება.

- კონკრეტულად გვიამბეთ, რა მოხდა...

- ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, შენი შვილის მეგობრები კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან და ისეთ მდგომარეობაში არიან გვეშინია ეს გართობა ფატალურად არ დასრულდესო. მოვედი სახლში და ბავშვებს ვკითხე, მათი ის მეგობრები იღებდნენ თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ მომატყუეს, შეეშინდათ... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ