აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება

აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება

აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებით, აგარის შაქრის ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

აგარის შაქრის კომპანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარი შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს.

აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს.“

შეგახსენებთ, რომ აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა პროცედურა ჩატარდა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი