„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 20 აპრილიდან მიმდინარე წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, „მაღალმთიან დასახლებათანუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს. კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობასტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სათიბ-საძოვრებისა და ტექნიკის გადაცემა.

გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი