რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები

რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქტი? - როგორია "ლიდერფუდის" საწარმო და სტანდარტები

”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებმა წარმოების ყველა ეტაპი დაათვალიერეს და საწარმოო პროცესისა და ხორც-პროდუქტების რეალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

კომპანიაში საწარმოო პროცესს სპეციალურად მოწვეული გერმანელი ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი ხელმძღვანელობს, რომელიც პარალელურად ევროპის არაერთ ხორცპროდუქტების საწარმოს უწევს კონულტაციას და მათ ახალი პროდუქტების შექმნაში ეხმარება.

”ლიდერფუდი” არის ქართული კომპანია, რომლის საწარმოო პროცესი და სტანდარტები ევროპულს უტოლდება. ჩვენ პროდუქციას ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივი, ისე გერმანიიდან, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ხორცპროდუქტების საწარმოდან იმპორტირებული პროდუქციით. მხოლოდ ასე იქმნება გარანტირებული ხარისხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია, რაც პროდუქციის უსაფრთხოებას გულისხმობს. ამ ყველაფერში კი მე ვეხმარები კომპანიას. ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ახალ პროდუქტებს ვქმნით. სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ კომპანიის წარმატებას. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ადგილობრივი კოლეგები მყავს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ერთად ბევრი ახალი პროდუქტის შექმნასა და განვითარებას ვაპირებთ,” - განმარტავს ”ლიდერფუდის” ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი.

მედიატურის ფარგლებში მიწვეულმა სტუმრება წარმოების თითოეული ეტაპი დეტალურად დაათვალიერეს და გაიცნეს. ამიერკავკასიის ყველაზე დიდ ხორცპროდუქტების საწარმოში წარმოების თითოეული ეტაპი ცალკე ოთახში მიმდინარეობს. ყველა მათგანში საწარმოო პროცესისთვის საჭირო ტემპერატურაა დაცული. მაგალითად, სამაცივრე განყოფილებაში, სადაც ხორცს ინახავენ, ძალიან ცივა. ასევე, საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა საწყობებში, სადაც უკვე მზა პროდუქცია ინახება.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე საწარმო არსებული სიტუაციით მეტად კმაყოფილი დარჩა.

”საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი საწარმო არსებობს და მე ამით ამაყი ვარ. ”ლიდერფუდში” სანიტარული პირობები სრულად დაცულია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მწარმოებელმა მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას. ზოგადად, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა და ის კარგად ერკვევა ხარისხისა და უვნებლობის საკითხებში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საწარმოს პოზიტიურ შეფასებას მისცემენ. მე პირადად კი ვისურვებდი, რომ ”ლიდერფუდის” საწარმოდან ბევრმა კომპანიამ აიღოს მაგალითი და მსგავსი დონის ბევრი ქარხანა გაიხსნას საქართველოში,” - განმარტავს მადონა კოიძე.

„ლიდერფუდის“ ახალი საწარმო, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა. პროექტში 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული წარმოების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია როგორც თავად კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, რომელიც ქართული წარმოების განსაკუთრებული გულშემატკივარია, ”ლიდერფუდის” საწარმოს გაზრდილ მასშტაბებს მეტად დადებითად აფასებს.

”რაც უფრო მეტი საწარმო შეიქმნება საქართველოში, ქვეყნის საერთო მდგომარეობა მით უფრო გამოსწორდება, დაბალანსდება ზღვარი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ნაკლები ვალუტა გაედინება უცხოეთში, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება. მეტი ადამიანი დასაქმდება. მასშტაბურია იმის გააზრება, თუ რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა კარგად გაიაზროს. რაც შეეხება ”ლიდერფუდს”, ძალიან ვგულშემატკივრობ მას, რადგან აქ იქმნება კარგი ქართული პროდუქტი, კარგი სამუშაო გარემოა შექმნილი და ბევრი ადამიანია დასაქმებული. ”ლიდერფუდის” პროდუქციის ყიდვით ჩვენ მათ ოჯახებს გავაძლიერებთ, შემდეგ კი ისინი სხვებს გააძლიერებენ. ეს საბოლოოდ საკმაოდ დიდ ჯაჭვად იქცევა, რაც საბოლოოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება,” - განმარტავს გოგო ჩანადირი.

”ლიდერფუდის” საწარმოს ამიერკავკასიის ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. ქარხანა, რომელიც 5 600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, უახლესი ევროპული აპარატურითაა აღჭურვილი. საწარმო პროდუქციის წარმოებისას ქართულ და ევროპულ ნედლეულს იყენებს. კომპანიას ნედლეულით გერმანული კომპანია Tönnies ამარაგებს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ უდიდეს მომწოდებლად ითვლება. უშუალოდ წარმოების პროცესში 520 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია დისტრიბუციას უახლესი მანქანა-მაცივრებით ახორციელებს.

”ლიდერფუდის” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ირინა კეიდიას განმარტებით, კომპანიას საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზრის 35-40% უკავია.

”ჩვენი დღიური წარმოება 30 ტონაა. მომხმარებელს 100-მდე სახეობის პროდუქტს ვთავაზობთ. როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციის პროცესში მაქსიმალურად ვიცავთ სტანდარტებს, რომელიც ევროპულ დონეს შეესაბამება. ზოგადად კი, ახალი საწარმო უამრავ შესაძლებობას გვთავაზობს. შესაბამისად, მრავალფეროვანია ჩვენი სამომავლო გეგმები. დღეს მედიატურის ფარგლებში წარვადგენთ სპეციალურად გრილისთვის შექმნილ პროდუქტს, რომელიც ზაფხულის სეზონისთვის მოვუმზადეთ მომხმარებელს,” - განმარტავს ირინა კეიდია.

უახლოეს მომავალში ”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების წარმოებასაც დაიწყებს.

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებთან შეხვედრისთვის, სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?