სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

გეგმური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 30 აპრილს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ყაზბეგის გამზირის №36, №42, №44, №46, ე.წ.„შანხაის დასახლებაში“ - ყაზბეგის გამზირის №34/7, №34/8ა, №36/39, №34/14, №34/19, №34/30, №34/40, მ.ჩახავას, ო.ჩხეიძის, გ.გეგეჭკორის, ე.მაღალაშვილის და მ.ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, შპს სამედიცინო ცენტრს "ქირონი“, შპს „პრაიდი პალასი“-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი