რატომ შეიღება მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა თმა

რატომ შეიღება მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა თმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უმცროს შვილთან ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად ამსტერდამში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე პატარა ნიკუშას თმა ნარინჯისფერად აქვს შეღებილი, რასაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ასე განმარტავს:

"დღეს ჰოლანდიის მეფის დაბადების დღეა - ეროვნული დღესასწაული. მთელი ამსტერდამი ნარინჯისფერში გამოეწყო - ეს მათი ეროვნული ფერია. ამსტერდამის არხები სავსეა ნავებით, რომლებშიც ნარინჯისფრად შემოსილი ჰოლანდიელები სხედან. ამ ფაქტთან დაკავშირებით და მეფის პატივსაცემად, ჩვენი ოჯახის მთავარმა ჰოლანდიელმა - ნიკუშამ, თმაც კი შეიღება" - წერს მიხეილ სააკაშვილი.