უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ

უბრძოლველად დამარცხებული მტერი -  ამბავი მეფე გიორგი III-ის შესახებ

ჩვენი ქვეყნის ისტორიას არაერთი გამოჩენილი და სახელოვანი მეფე ახსოვს. ერთ-ერთი მათგანი კი ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი მესამეა, რომელიც 1156-1184 წლებში მართავდა ქვეყანას. ალბათ ბევრს გაუგია მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი, რომელიც მისი ქალიშვილის, თამარის თანამოსაყდრედ გამოცხადებას უკავშირდება.

რასაკვირველია, გიორგი III-ის შესახებ მკითხველს ბევრი საინტერესო ფაქტი ექნება წაკითხული, მოსმენილიც, თუმცა ჩვენ ვეცდებით, ისეთი ამბის შესახებ გიამბოთ, რომელიც შეიძლება ითქვას, ნაკლებად ცნობილია.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მეფე გიორგი მესამემ ანისი უშუალოდ შეიერთა, უფრო სამხრეთით მდებარე მეორე ქალაქზე, დვინზე ილაშქრა. ბრძოლისთვის შემზადებული, ყველაზე წინ მდგომი გიორგი, თურმე პირველი დაესხა მტერს თავს, რომელიც ქალაქგარეთ მოუმწყდევია და შემდეგ ლაშქართან ერთადაც ქალაქიც დაუპყრია.

საქართველოს ამ დიდმა სამხედრო - პოლიტიკურმა წარმატებამ, ეტყობა ძალიან შეაშფოთა მუსლიმი მბრძანებელი. მტერს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება და სამაგალითოდ დასჯა განუზრახავს, იმ ზარალისთვის, გიორგი მესამემ სომხური ქალაქების მიერთებით, რომ მიაყენა მათ. გაიგო თუ არა გიორგი III ამ გეგმის შესახებ, სასწრაფოდ შეუყრია ლაშქარი და სულთნის წინააღმდეგ საბრძოლველად გამართულა. მიუახლოვდნენ, თუ არა მტერს, სულთანს ბრძოლის დაწყება გადაუფიქრებია.

თამარის ისტორიკოსის სიტყვით, „სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა თუქეს ვითარმედ: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა; მივრიდოთ თავი და ვეფაროთ!~ მართლაც დაუპყრიათ ყოველგვარი ნაალაფარი და მდინარე ეკელეცის გადასალახად შემართულან. ქართველი მემატიანის ცნობას მოწინააღმდეგის გაქცევის შესახებ, სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდიც ადასტურებს. თანაც ამატებს, მტერმა საჭურველი და ტყვეებიც კი მიატოვაო.

სწორედ ამ და სხვა უმრავი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ შეიტყობს მკითხველი, რომელიც „ქართველი მეფეების“ სერიაში გამოსულ წიგნს წაიკითხავს გიორგი მესამის შესახებ.

წიგნი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. სპეციალური ფასი 5.5 ლარი, გაზეთთან ერთად 7 ლარი. მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს