დღის ფოტო: სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

დღის ფოტო: სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციაზე პარლამენტის შენობის წინ დალაგებული იყო ჩაფხუტები და 2007 წლიდან დღემდე ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა ციფრი - 473 იყო დაწერილი.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სამშენებლო სექტორში ფიქსირდება, შემდეგი სამთო მოპოვებითი სფერო, ასევე ენერგეტიკა და სხვა დარგები.

„იმ დროს, როდესაც ქვეყანა ქარხნებისა და ფაბრიკების გუგუნით არ გამოირჩევა, 473 გარდაცვლილი ვფიქრობ, ძალიან ბევრია. მთლიანად გადასახედია ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, გადასახედია სტანდარტები და ნორმები. დროა, რომ ძალიან ყურადღებით მოუსმინონ პროფკავშირს. ამ ორგანიზაციას აქვს გამოცდილება, ჰყავს მეგობრები მსოფლიოს მასშტაბით და ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ შრომა ქვეყანაში უსაფრთხო იყოს, ეკონომიკა ვითარდებოდეს და ოჯახები არ უბედურდებოდეს”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი