თბილისში საქორწილო ფესტივალი გაიმართება - რას ნახავთ Tbilisi wedding fair 2018-ზე

თბილისში საქორწილო ფესტივალი გაიმართება - რას ნახავთ Tbilisi wedding fair 2018-ზე

29 აპრილს თბილისში ყოველწლიური საქორწილო ფესტივალი - Tbilisi wedding fair 2018 ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი „მეიდან ჯგუფია".

როგორც "მეიდან ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძვანელმა ნათია ცეცხლაძემ განაცხადა, ფესტივალი ხვალ, 14:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირის 73-ში მდებარე ილიას ბაღის კომპლექსში Garden Hall-ში გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ივენთ კომპანიები, დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ამ სფეროს წარმომადგენელი სხვა კომპანიები. მისი ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეები წარმოადგენენ საქორწილო და სადღესასწაულო ხედვებსა და 2018-2019 წლების ტენდენციებს.

ნათია ცეცხლაძის თქმით, ფესტივალში მონაწილე კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და თუ გასულ წელს ღონისძიებაში 25 კომპანია მონაწილეობდა, წელს მათი რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

„როგორ დავგეგმოთ და სად გადავიხადოთ ქორწილი? როგორ გავხადოთ ეს დღე დაუვიწყარი? ამ და სხვა ქორწილთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება ყველას შეეძლება ხვალ, Tbilisi Wedding Fair 2018-ზე, ფესტივალზე სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც შეიძლება ქორწილისთვის დაგჭირდეთ, ეს არის: კაბები, ყვავილები, დიზაინერები, სპა სალონები, აქსესუარები და ა.შ.

საქორწილო ფესტივალი საქართველოში მეექვსედ ტარდება. ამ წლების განმავლობაში გაიზარდა მოთხოვნა დიზაინერებზე, ივენთ კომპანიებზე, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი დღის გაფორმებაზე ზრუნავენ და შესაბამისად, გაიზარდა კომპანიების რიცხვიც. რაც შეეხება მთავარ სიახლეებს, გასულ წლებში თუ აქცენტი სარესტორნო მომსახურებასა და სუფრის გაფორმებაზე კეთდებოდა, წელს განსაკუთრებული აქცენტები დიზაინსა და დეკორაციებზე გაკეთდება. Tbilisi wedding fair 2018-ში მონაწილეების დიდი ნაწილი, სწორედ დიზაინსა და ქორწილის დეკორაციებზე მომუშავე კომპანები იქნებიან“, - განაცხადა ნათია ცეცხლაძემ.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის 17:00 საათზე გაიმართება გათამაშება, სადაც წარმოდგენილი იქნება მონაწილე კომპანიების საჩუქრები, მათ შორის: სპა სალონის ვაუჩერები, სასაჩუქრე ნაკრები პარფიუმერული მაღაზიებისგან, ულიმიტო აბონემენტები ფიტნეს დარბაზისგან, საქორწინო აქსესუარები, ფოტოსესია პროფესიონალ ფოტოგრაფებთან და სხვა. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ დღის განმავლობაში გაიკეთონ მაკიაჟი და ვარცხნილობა უფასოდ და მოიწყონ პირადი ფოტოსესია. ფესტივალის მთავარი პრიზი სასტუმროს ნომერია, რომლის მოგების შანსი ნებისმიერ სტუმარს ექნება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი