"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის 19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

19 რუს ქალს ერაყში კვირას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მათ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანება ედებათ ბრალად.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ჯიჰადისტობის გამო მსჯავრდებულები არიან, ასევე, 6 აზერბაიჯანელი და 4 ტაჯიკი ქალი. მათაც, რუსეთის მოქალაქეების მსგავსად, ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევთ.

ქალებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვთ. დარბაზში ისინი შავი თავსაფრებითა და ვარდისფერი სამოსით შევიდნენ. ქალების უმეტესობა ბავშვებთან ერთად იყო.

ბაღდადმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა და ქალაქები ჯიჰადისტებისგან გაწმინდა. სახელისუფლებო ძალებმა ჯიჰადისტების ნათესავი, ან ოჯახის წევრი სულ მცირე 560 ქალი და 600 ბავშვი დააკავა.

იმ ქალების უმეტესობა კი, რომელთაც გუშინ პატიმრობა მიესაჯათ, ამბობს, რომ არც კი იცოდნენ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თუ ჰქონდათ კავშირი.

„არ ვიცოდი, რომ ერაყში ვიყავი. ქმართან და შვილებთან ერთად თურქეთში გადავედი საცხოვრებლად და უცებ აღმოვაჩინე, რომ ერაყში ვცხოვრობდით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება