”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით

”სათვალეს არ იკეთებენ, ვიდრე წასაკითხად ხელის სიგრძე ყოფნით” - რა პრობლემებს ავირიდებთ თავიდან სათვალის დროულად გამოყენებით

51 წლის ქალბატონი მზია წლებია, მხედველობის, ანუ ოპტიკურ სათვალეს ატარებს. ახლა ეს აქსესუარი მისი ცხოვრების ნაწილია და სრულიად არ უქმნის დისკომფორტს. თუმცა იხსენებს, რომ სკოლაში სწავალის პერიოდში სათვალეზე კატეგორიული უარი რომ არ ეთქვა და შესაბამის ასაკში მისი პრობლემის კორექცია მომხდარიყო, მუდმივად სათვალის ტარება აღარ დასჭირდებოდა.

”წლებთან ერთად შეიცვალა მიდგომა. მე რომ სკოლაში ვწავლობდი, თანატოლები ხშირად დამცინოდნენ, რაც მაკომპლექსებდა და დედამაც ვერაფრით შეძლო ჩემი დათანხმება, რომ სათვალე მეტარებინა. შედეგად, ჩემი დაავადება მძაფრდებოდა და თინეიჯერობის ბოლო წლებიდან მუდმივად სათვალეს ვატარებ. ანალოგიური პრობლემა აღმოაჩნდა ჩემს შვილსაც, რომელმაც საჭირო პერიოდში სათვალე ატარა და კომპლექსური მიდგომის შედეგად მისი პრობლემა მალევე მოგვრადა. ახლა მას შესანიშნავი მხედველობა აქვს და აღარც სათვალე სჭირდება. სანდროს კი, ჩემს 4 წლის შვილიშვილს, იმდენად მოსწონს სათვალე, რომ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც ითხოვს, ვუყიდოთ ისეთი სათვალე, როგორიც მის რამდენიმე მეგობარს აქვს ბაღში. სათვალის მიმართ მიდგომის შეცვილი ტენდენიცა ძალიან მომწონს. ეს, ალბათ, ამჟამად არსებულმა სათვალეების მრავალფეროვანმა არჩევანმაც განაპირობა. არსებობს რამდენიმე მაღაზია, რომელიც მართლაც ხარისხიან და მოდურ სათვალეებს გვთავაზობს. მე მათი დახმარებით იმდენად კარგად მოვირგე სათვალე, რომ ახლა ეს აქსესუარი ჩემი ვიზუალის განუყრელი ნაწილია და ისევე ვიწონებ მისით თავს, როგორც მზის სათვალით.”

ასეთია მზიას ისტორია, რომლის მსგავსიც საქართველოში არაერთი მოიძებნება. ექიმის კვალიფიციური განმარტების გარეშეც, ლიას ისტორიიდან გამომდინარე ნათელია, თუ როგორია სათვალის მიმართ მიდგომა საქართველოში და როგორ იცვლება ის წლების განმავლობაში. ერთი რამ კი ცალსახაა, სათვალე აქსესუარია, რომელიც ადამიანის თვალის ჩინის შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს.

საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში სათვალის მომხმარებელთა რიცხვი მაღალია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში სხვებთან შედარებით უფრო ცუდად ხედავენ. უკვე მოსწავლეებს, სტუდენტებს, ოფისის თანამშრომლებს ენიშნებათ თვალის დაღლილობის განვითარების საწინააღმდეგოდ სამუშაო, საოფისე სათვალე მინიმალური კორექციითაც კი და სპეციალური დამცავი ფილტრით, რომელიც ბლოკავს ინტერიერის განათების, ლედ-ტექნოლოგიების გამოსხივებას. გარდა ამისა, კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანთა უმრავლესობას აქვს ასტიგმატიზმი 0.25 და მეტი, შესაბამისად, უნდა დაინიშნოს ეს მინიმალური კორექციაც, რომ თვალის დაღლილობა თავიდან ავიცილოთ.

”რონიკოს” ექიმ-ოფთალმოლოგის, კონტაქტოლოგის ნანა აფხაზავას განმარტებით, საკითხს გაცნობიერებული მიდგომა სჭირდება.

”როცა არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები (ანტირეფლექსი, ლედ-ლურჯი სხივის დაბლოკვის ფილტრი), რატომ არ უნდა მივანიჭოთ ეს კომფორტი ჩვენს თვალს. როცა ადამიანს შეუძლია სათვალეში უკეთ ხედავდეს, რატომაც არ უნდა ხედავდეს უფრო მკვეთრ კაშკაშა ფერებს, კონტრასტულ ხარისხიან გამოსახულებას. ამით ვზრდით ხედვის და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის,” - აღნიშნავს ნანა აფხაზვა.

”საქართველოში ბოლო წლებში სათვალის მიმართ მიდგომა იცვლება და ეს მისასალმებელია. პირველადი მიზეზი, რატომაც სათვალეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, სათვალის ჩარჩოს კომპლექსია. ზარმაცი თვალის შემთხვევაში ხშირია დაგვიანებული მომართვა, რადგან ბავშვიც და მშობელიც შემთხვევით აღმოაჩენს ხოლმე, რომ ცალი თვალი უფრო ცუდად ხედავს. ასაკობრივი სათვალის დანიშვნას რაც შეეხება, თითქმის 95%-ში გაცნობიერებულად დაგვიანებით ხდება. რაც სინამდვილეში პრობლემის უფრო სწრაფ პროგრესირებას იწვევს და იწყება ასთენოპიური ჩივილები - წვა, სიწითლე, სიმშრალე, ტკივილი წარბების არეში. “თვალი არ გაზარმაცდეს” - ეს შეხედულება მცდარია. ამით უფრო ვართულებთ მდგომარეობას და ხელს ვუწყობთ შეუქცევად გართულებებს, სწრაფ პროგრესირებას. ბევრისთვის დამატებითი აქსესუარის არსებობა დისკოფორტია. მცირედი ნაწილი ვერ ეგუება სათვალეს. თუმცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მიზანი კარგი მხედველობაა. როცა გაცნობიერებული მოტივაცია არის კარგი ხედვა, ნებისმიერი სირთულის სათვალე შეგუებადია,” - განმარტავს ექიმი ოფთალმოლოგი.

ზოგადად, მხედველობის დაქვეითების დადგენა ბავშვში სიცოცხლის პირველი დღეებიდან არის შესაძლებელი. მხედველობის სწორი განვითარებისათვის კი სათვალის დანიშნვა აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს. ძირითადი ნიშნები, რითაც უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მხედველობიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, არის: თვალების მოჭუტვა, ცალი თვალის გაძლიერებული ხამხამი, სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა, საგნებთან (ტელევიზორთან, წიგნთან, სმარტფონთან) მიახლოებული პოზიცია, ყურებისას თავის ირიბი-გვერდული პოზიცია. პრობლემის ზოგადი ნიშნები კი ასეთია: წვა, ქავილი, სიწითლე, თავის ტკივილი წარბების არეში, ფოკუსირების გართულება ახლო მანძილზე მუშაობიდან შორს მზერის გადატანის დროს.

ნანა აფხაზავას განმარტებით, არსებობს დაავადებები, რომლებისც სწორი სათვალის საჭირო პერიოდში ხმარებით, სრულად იკურნება. ასეთია ამბლიოპია ანუ ზარმაცი თვალი, სიელმე. ამ დროს საჭიროა სათვალე, რათა ადრეული ასაკიდანვე თვალს ქონდეს სრული კორექცია და მაქსიმალურად განვითარდეს მხედველობა. ამით დიაგნოზის - ზარმაცი თვალი ანუ ამბლიოპია თავიდან აცილებაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა პროგესირებს და განიკურნებელ დაავადებად ყალიბდება.

”ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი - ამ დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია შეაბამისი კორექციის ტარება მხედველობის სრულყოფილი განვითარებისათვის. მიოპია თავისთავად პროგრესირებას განიცდის ბავშვის ზრდასთან ერთად. ზოგადად შეჩერების ასაკად მიიჩნევა 18-20 წელი, მაგრამ ესეც პირობითია და შეიძლება შემდეგ წლებშიც განიცდიდეს ზრდას. 38 წლის ასაკიდან იწყება პრესბიოპია, ფოკუსირების გართულება, კითხვის გაძნელება ახლო მანძილზე, აკომოდაციური კუნთის და ბროლის გამკვრივების გამო. მნიშვნელოვანია თავიდავე დაინიშნოს სამუშაო სათვალე, რათა ავიცილოთ სწრაფი პროგრესირება. ნომერი პროგრესირებს და ეს არის ბუნებრივი პროცესი. სათვალის დროული დანიშვნით ჩვენ საკუთარ თავს ვანიჭებთ კარგ ხედვას, მხედველობითი დაღლილობის მოხსნას და ვირიდებთ მასთან დაკავშირებულ სწრაფ პროგრესირებას. რაც უფრო ვძაბავთ თვალს, მით ხელს ვუწყობთ პროგრესირებას,” - გამარტავს ნანა აფხაზავა.

ჩვევები, რომლებიც თქვენს თვალებზე ცუდად მოქმედებს:

· სმარტფონთან ხანგრძლივი მუშაობა

· ღამით ტელევიზორის ყურება

· კონტაქტური ლინზებით ძილი

· თვალების ხანგძლივი ზელვა

· თვალის წვეთების გადაჭარბებით გამოყენება

· საოჯახო ქიმიასთან გაუფრთხილებელი დამოკიდებულება

· თვალის მაკიაჟის არასწორი გამოყენება

· არასაკმარისი ძილი

· მხედველობის სათვალის არგამოყენება (რიგ შემთხვევაში, მზის სათვალისაც)

· ოფთალმოლოგთან არარეგულარული კონსულტაცია

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს