შენობებში მოწევის აკრძალვას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

შენობებში მოწევის აკრძალვას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება. სიახლეს სოციალურ ქსლებში აქტიურად ეხმაურებიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

ძალიანაც კარგი მოწევა რომ აიკრძალა. ასე, უფრო ნაკლებს მოწევთ.

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

იმ დღესაც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ. მე მომწონს მოწევის აკრძალვა. იმისათვის, რომ მოვწიო, სამსახურის სამუშაო ოთახიდან, უკვე რამდენიმე დღეა, მიწევს ეზოში ჩასვლა. ისე მეზარება ხოლმე, მირჩევნია, არ მოვწიო, ხოდა დღეს მხოლოდ ორჯერ გავედი მოსაწევად. შენ გაიხარე, გუგული ბიცოლა!

ვახო სანაია, ჟურნალისტი:

მოიცა. ანუ ჩაქაფული მოიტანეს, არაყიც, იქვეა ღანძილი და მოსაწევად გარეთ უნდა გავიდე?! ახლა გავიაზრე ბოლომდე.

ეკა ლომიძე, ჟურნალისტი:

დღეიდან, ჩვენთვის ახალი წელი დადგა. ანუ საქართველომ ახალი მიმართულებით დაიწყო დროის ათვლა - ვთავისუფლდებით თამბაქოს კვამლისგან, უკვე, პირველი მაისიდან. სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გევლოთ ხალხო და მწეველებს მალე ისე დაგეძლიოთ ეს ჩვევა, რომ საერთოდ უარი გეთქვათ მოწევაზე, არათუ მხოლოდ დახურულ სივრცეში მოწევაზე. არ შეიძლება რომ არ ვთქვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საინფორმაციო პოლიტიკაში ყველაზე აქტიური მხარდამჭერები სწორედ ჩემი მწეველი მეგობრები და კოლეგები იყვნენ, ის ადამიანები, ვისაც ძალიანაც არ მოსწონს წარამარა მოსაწევად გარეთ სირბილი, მაგრამ არც არავისი ცხოვრების კვამლში გახვევა არ მოსწონთ. ამიტომაც საგანგებო მადლობა მათ. არ ჩამოგთვლით, ვიცი, რომ ყველა ამოიცნობს თავის თავს ჩემს გულწრფელ მადლიერებაში. მერწმუნეთ, ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა, მთავარი სვლა ახლა დაიწყო, უკვამლო დახურული სივრცისკენ სვლა და დღეიდან თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ გვჭირდება. თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიაქვს კანონის შინაარსი ხალხთან.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

ხვალ 1 მაისია. ისტორიული დღე, როცა კიდევ ერთ ნაბიჯსს ვდგამთ ცiვილიზებული სამყაროსკენ. ხვალიდან იმ ადამიანებს, ვინც თავისით ვერ ხვდებოდა, რომ საკუთარი სიამივნებისთვის სხვის ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვინც ვერ ხვდებოდა, რომ მისი სიამოვნება არ ღირს იმად, რომ ამ სივრცეებში დასაქმებულ ადამიანებს (ოფიციანტებს და სხვებს) უქმნიდეს ჯოჯოხეთურ სამუშაო პირობებს ანუ იძულებულს ხდიდეს, მთელი დღე თამბაქოს კვამლით გაბუღულ დარბაზებში იმუშაონ და ჯანმრთელობა დაიზიანონ, აი, სწორდ ასეთ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს თავისით ვერ ხვდებოდა, ხვალიდან კანონი ეტყვის: მიბრძანდით გარეთ!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდუსერი:

ქალბატონო გუგული, დიდი მადლობა... ოღონდ მართლა.

ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" ლიდერი:

არასოდეს მიყვარდა 1 მაისი და ეხლა საბოლოოდ შემძულდა.

ამაღამ ღამის 12 საათამდე უნდა შემოვირბინო ყველა ბარი და თითო სიგარეტი ყველგან მოვწიო სამახსოვროდ <3

არადა სულ ცოტა ხანში ვნახავ როგორ შემოიღებენ ახალ რეგულაციას და სპეციალური ლიცენზიები დაწესდება მოწევის დაშვების მსურველ მფლობელებზე, ფასიანი რა თქმა უნდა :) ფული ისევ ამ ხროვის ჯიბეში

გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:

არ ვეწევი, მაგრამ დაჩაგრულთა მხარეზე ვარ.

კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა? ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ? გაგახსენებთ, რომ თავის დროზე "მშრალმა კანონმა" კინაღამ გადაიყოლა მიხეილ გორბაჩოვი. დაიმახსოვრეთ, შემოქმედებით პროცესში ჩარევა არის დანაშაული, რომლისთვისაც ყოველთვის, ყველა ეპოქაში მოეკითხებოდა ხოლმე ცენზორს.

ჰო.. და ცენზურა არასდროს არაა "ბოროტი". ის ყოველთვის და ყველგან იმით იმართლებს თავს, რომ ადამიანთა ზნეობის და ჯანმრთელობის დაცვისთვის არსებობს

მარიამ ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი:

ახალი ამბავი მაქვს. აღარ ვაგოინგებ უმისამართოდ აღარაფერზე, იმიტომ რომ არსად აღარ ვივლი. ხო, ხო ძაან კაიაა რო ჯანმრთელად ისუნთქებთ, ამოვისუნთქე ახლა, კლუბში სიგარეტის სუნის გამო რომ ვერ დადიოდით, იმ ხალხმა ოფლის სუნით იბრიწინეთ.

გიორგი ბაბუხადია:

საერთო ჯამში რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ მხოლოდ აკრძალვა დიდად ვერ უშველის საქმეს, ჩემი აზრით. არამწეველთათვის კი ძალიან კარგია.

სტრიჟაკი ლია:

ნარკოტიკების ლეგალიზებას რომ უჭერენ მხარს და სიგარეტის მოწევა აკრძალეს, ესაა საოცრება, თორემ, მართლაც ძალიან კარგი.

თხელიძე გივი:

კარგია ეს რეგულაცია, მაგრამ რეალური თვალით, რომ შეხედავ, ცოტა... არავინ არ ზრუნავს იმ ხალხზე ვინც ეწევა, უბრალოდ ბიუჯეტს გაბერავენ ასე. ჯარიმების ხარჯზე.

ნენე ნინუა:

საერთოდ სირცხვილი უნდა იყოს მოწევა, ისევე, როგორც შიშველი სიარულია სირცხვილი.

ცირა ღამბაშიძე:

მეც ძალიან მიხარია. არამწეველისთვის საშინელებაა ყველა მხრიდან სიგარეტის კვამლში რომ ხარ გახვეული.

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

"მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას" - რას წერს თაკო ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებული დედის შესახებ