როგორ ვებრძოლოთ სტრესს, ნევროზსა და დეპრესიას და ვის კომპეტენციაში შედის მათი მკურნალობა

როგორ ვებრძოლოთ სტრესს, ნევროზსა და დეპრესიას და ვის კომპეტენციაში შედის მათი მკურნალობა

რას აღნიშნავენ ისინი, როგორია ამ სიტყვებით გამოხატულ მოვლენათა არსი, რამდენად მართებულია ჩვენი შეხედულება ნევროზისა და დეპრესიის შესახებ და ყოველთვის ვიცით თუ არა, რომელ სპეციალისტს მივმართოთ მკურნალობისთვის? ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დავით ზურაბაშვილი.

- ჩვენს მკითხველებს შესაძლოა გაუკვირდეთ, რომ სტრესის, ნევროზის, დეპრესიის შესახებ სასაუბროდ ფსიქიატრს ვეწვიეთ, თუმცა საზღვარგარეთ ეს სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. ალბათ ბუნებრივი იქნება, თუ საუბარს სწორედ იმ საკითხის გარკვევით დავიწყებთ, როდის ჯობს, საკონსულტაციოდ ფსიქიატრს მივმართოთ...

- პაციენტთათვის მართლაც საინტერესოა, ვის კომპეტენციაში შედის სტრესის, ნევროზის, დეპრესიის მკურნალობა. ამ მდგომარეობათა მკურნალობა იმ ექიმის კომპეტენციაა, რომელსაც სერტიფიკატით მინიჭებული აქვს ექიმ ფსიქიატრის კვალიფიკაცია. სწორედ ექიმ ფსიქიატრს აქვს შესაბამისი განათლება და უფლება, მართოს სტრესი, ნევროზი და დეპრესია. აღნიშნულ მდგომარეობათა არასწორი მართვის შემთხვევაში სტრესი ძლიერდება, ძლიერდება ნევროზი, ღრმავდება დეპრესია. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც მხოლოდ შიზოფრენიას მკურნალობს. რეალურად ფსიქიატრის მოვალეობაა, შეუქმნას ადამიანს ფსიქიკური ფუნქციების, ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტი. ყველა ადამიანი თავს ისე უნდა გრძნობდეს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს.

- რას ნიშნავს სიტყვა "სტრესი"? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ მოვლენას?

- სტრესი არის ადამიანისთვის მოულოდნელი მდგომარეობა, უეცარი ვითარება ან ისეთი ინფორმაციის მიღება გარე სამყაროდან, რომელიც ძირითადად უარყოფით ემოციასთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, სტრესი ხანმოკლე, ერთჯერადი მოვლენაა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა მცირე სტრესებით. ეს აიძულებს ჩვენს გონებას, იპოვოს გამოსავალი და განვითარდეს. სწორედ ეს არის სტრესის დადებითი მხარე. თუმცა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სტრესი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და სიტუაციის ანალიზის უნარი. სწორედ ამ დროს ვითარდება სტრესთან დაკავშირებული დისკომფორტი...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი