ნიკოლ ფაშინიანი - აუცილებელია ამოქმედდეს ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

ნიკოლ ფაშინიანი - აუცილებელია ამოქმედდეს ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

აუცილებელია, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მაქსიმალურად დაცვა გეოპოლიტიკური ზემოქმედებებისგან, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი უთხრეს.

„ბევრ შემთხვევაში, ჩვენს შორის დაძაბულობა ჩნდებოდა არა ბუნებრივი მიზეზებით ჩვენს შორის მიმდინარე პროცესებისას, არამედ იმიტომ, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები განიხილებოდა სხვა ურთიერთობების პრიზმაში“, - აღნიშნა ფაშინიანმა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, იყო მრავალრიცხოვანი მცდელობა, დაზიანებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა და შექმნილიყო გარკვეული რისკები. „საბედნიეროდ, სომხეთსა და საქართველოში არსებობს გარკვეული ატმოსფერო ამ რისკების კონტროლისა. მეჩვენება, რომ აუცილებელია ამოქმედდეს ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ამ ქვეყნის სომხურ მოსახლეობასთან მიმართებაში. აუცილებელი ურთიერთპატივისცემა ორი ერის ყოფიერებაში ქვაკუთხედად უნდა იქცეს სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განვითარების საკითხში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, არც სომხეთს და არც საქართველოს არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან რაიმე სახის პრეტენზია. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებზე საუბრის შეგვეშინდეს. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული და მეგობრულად გადაწყდეს“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას