რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა

რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა

ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე 9 თვის წინ გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა - გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა (იხილეთ სტატია "მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი..."). სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან.სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბავშვი ჩართულია ამ თამაშში, როგორც წესი, სამართალდამცველებს არ მიმართავენ. ისინი ბავშვთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ მოაგვარონ ეს პრობლემა. ურო მეტად ის მშობლები მიმართავენ,რომელთა შვილებიც უკვე ემსხვერპლნენ "ლურჯ ვეშაპს". სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით. .

- თქვენ შემთხვევაშიც არის საქმე აღძრული. ამ ეტაპისთვის, თუ აქვს გამოძიებას რამე კონკრეტრული შედეგი?

- ამ წუთისთვის რამე კონკრეტული შედეგი არ არის. 9 თვეა გასული. მე ველოდები გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თამამად ვიტყვი, რომ სირაქლემის პოზიციაში არიან და არანაირი საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებიათ ამ თემაზე, მსჯელობის დონეზეც კი.

- მშობელმა და ბავშვმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორ უნდა დაიცვან თავი, ვის უნდა მიმართონ?

- სამწუხაროდ, საქართველოში, მე რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით, ან ცხელი ხაზი, ან განათლების სამინისტროს რომ ჰქონდეს რამე პროგრამა, ასეთი არ არსებობს. არის რაღაც ფრაგმენტული პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ - ინტერნეტ უსაფრთხოებაზე, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი, მსგავს რამეს ვერსად წავაწყდი. განაგრძეთ კითხვა

"შეხვედრის შესახებ 5 წუთით ადრე ვებ-გვერდიდან არ უნდა გაგვეგო" - შედგება თუ არა დიალოგი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის?

"10 წელი სად იყო?! - არ უშვებთ იმას, რომ ეს ვიღაცას რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!" - ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი ქუთაისში იმყოფებიან - "მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის"