ულამაზესი ქართული სოფლის ტრაგედია, რომელმაც წლების წინ მსოფლიო შეძრა - "ტბის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს"

ულამაზესი ქართული სოფლის ტრაგედია, რომელმაც წლების წინ მსოფლიო შეძრა - "ტბის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს"

სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს

პატარა ქართული სოფლის ტრაგედიამ იმხანად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეძრა... ტრაგედია 27 წლის წინ, ზუსტად აპრილის თვეში დატრიალდა. ხახიეთი რაჭა-იმერეთის საზღვარზე, ულამაზეს მთებში ჩაძირული სოფელი იყო. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. უეცრად, ზუსტად 12 საათსა და 15 წუთზე, გარემო საშინელმა გუგუნმა გააყრუა და 9-ბალიანმა მიწისძვრამხახიეთის მთები ერთმანეთს შეაჯახა.

დაახლოებით 15 წამის შემდეგ აღარც სოფელი არსებობდა, აღარც ის ადამიანები, რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს რომ შეხაროდნენ. სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს;

ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი და მთელი სოფელი განისვენებს. სოფლიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა - ერთი მოზრდილი და ერთიც პატარა ბიჭი, რომლებიც იმ დილით სოფელში არ იყვნენ.

ხახიეთის ტბა სოფლის პატარა მდინარე ხახიეთისწყალმა შექმნა და დედამიწაზე ერთ-ერთ საშიშ ტბად აქცია - მისი სიგრძე 100 მეტრია, სიღრმე კი - 300 მეტრი. მასთან მიახლოება ადამიანებს ზარავთ მის ფსკერზე ჩაძირული სოფლის გამო. მისი წყალი ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივია, ხელსაც ვერ ჩაყოფ...განაგრძეთ კითხვა

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე