"ლურჯი ოკეანის კლუბის" ორგანიზებით, 4 მაისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU. (ი.ჭავჭავაძის გამზირი N82) ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურის საჯარო ლექცია გაიმართება. რამაზ გიგაური ავტორია წიგნისა "წარმატების 365 გასაღები", რომელიც ბიზნესლიტერატურის სერია "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცა. ავტორი ისაუბრებს თემაზე "პოზიტიური აზროვნება".
"დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს" ... – აღნიშნავს რამაზ გიგაური.
ღონისძიებაზე "ლურჯი ოკეანის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - სპეციალური შეთავაზებით -20%-ანი ფასდაკლებით გაიყიდება.
დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა:
https://goo.gl/forms/fsHupiz9pucSYD0x2
დასწრება თავისუფალია