ქუთაისში "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნები გაიხსნა

ქუთაისში "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნები გაიხსნა

დღეს ქუთაისში "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გაიხსნა. რესტორნები "ვისოლ ჯგუფის" საკუთრებაა. საპატიო წითელი ლენტი „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელებთან ერთად ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გაჭრა.

ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო. რესტორნები „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებელს საინტერესო აქციებიც შესთავაზეს. „ვენდიმ“ ქუთაისში ახალი რესტორნის გახსნა ახალი მექსიკური ბურგერის „არრიბას“ შეთავაზებით აღნიშნა.

„ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი, „ვისოლ ჯგუფს“ აქ ყოველთვის კარგი პროექტები აკავშირებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამჯერად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ქსელით შემოსვლით ვახარებთ ქუთათურებს“- განაცხადა მედიასთან სოსო ფხაკაძემ.

ამერიკული რესტორნების ქსელის ორსართულიანი შენობა, ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მშენებლობა შპს "დიზაინ ბიურომ" "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით განახორციელა, რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის