7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები

7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები

გამოცემა ELLE წერს 7 კაბის შესახებ, რომელიც ცნობილ ადამიანებს საკუთარ ქორწილში ეცვათ და დღემდე ბევრი დიზაინერის მუზაა.

ქეით მიდლტონი (2011 წლის 29 აპრილი)

კემბრიჯის ჰერცოგინიის დიზაინერი მოდის სახლის ალექსანდრ მაკქუინის კრეატიული დირექტორი, სარა ბერტონი იყო. კაბა ინგლისური ტრადიციების მიხედვით შეიქმნა, სხვადასხვა სიმბოლური ყვავილის ფორმით. ქეითს ამშვენებდა ბრილიანტის ტიარა, რომელიც მანამდე დედოფალს, ელისაბედ მეორეს ეკუთვნოდა.

გრეის კელი (1956 წლის 19 აპრილი)

გრეის კელის ლეგენდარულ კაბაზე ჰელენ როუზმა იმუშავა, როუზი კინოსტუდია „მეტრო გოლდენ მაიერის“ კოსტიუმების მხატვარი იყო. ზღვის მარგალიტებით გაწყობილი ულამაზესი აბის შექმნაში 30-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მას 6 კვირის განმავლობაში კერავდნენ.

დაიანა სპენსერი (1981 წლის 20 ივლისი)

ლედი დის კაბა ორმა ახალგაზრდა დიზაინერმა შექმნა, ცოლ-ქმარმა ელისაბედ და დევიდ ემანუელებმა. მის შესაკერად 6 სხვადასხვა ნაჭერი გამოიყენეს. კაბა 10 ათასი ნატურალური მარგალიტით მორთეს.

ამალ ალამუდდინ კლუნი (2014 წლის 27 სექტემბერი)

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კაბა ამალს ეკუთვნოდა, რომელიც ამერიკელმა დიზაინერმა ოსკარ დე ლა რენტამ შექმნა. ამალმა თეთრი კაბა შეარჩია, არც ისე დიდი შლეიფით. ცნობილი იურისტი კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

მეგან ფოქსი (2010 წლის 24 ივნისი)

მსახიობები მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ჰავაიზე საიდუმლოდ დაქორწინდნენ, ოკეანის სანაპიროზე. პატარძლის ჩაცმულობა ისეთივე რომანტიკული იყო, როგორც თავად ცერემონია. მეგანის კაბაზე ჯორჯო არმანიმ იმუშავა.

ქეით მოსი

მოდელის საქორწილო კაბა ჯონ გალიანომ შექმნა. დიზაინერი მიიჩნევს, რომ კაბის შექმნა მისი, როგორც დიზაინერის ერთგვარი რეაბილიტაცია იყო. იმ დროისთვის სკანდალური დიზაინერი „დიორიდან“ გაუშვეს და მოდის სფეროში არც ისე კარგი პოზიცია ეკავა.

სოფია ვერგარა (2015 წლის 22 ივნისი)

მსახიობის ულამაზესი და უძვირფასესი საქორწილო ჩაცმულობა ბაროკოს სტილში ლიბანელმა დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი და ვერგარა კაბის მოსასინჯად ქორწილის წინ არცერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, მურადმა შეძლო, ზუსტად შეეკერა წინასწარ აღებული ზომის მიხედვით კაბა, რომელიც მსახიობს იდეალურად მოერგო.

დიზაინერმა 3 კგ მარგალიტი და 350 კრისტალი გამოიყენა. მურადის მუზა კი რომის ფრესკები გახდა.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."