"ქართული ეკლესიის და მრევლის აძვისთავში გადასვლის სურვილი პროვოკაციაა" - ჯიოევი

"ქართული ეკლესიის და მრევლის აძვისთავში გადასვლის სურვილი პროვოკაციაა" - ჯიოევი

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, ღონისძიება რომლის ფარგლებშიც „ქართველი მღვდლები და მრევლი საზღვრის გადაკვეთას აპირებენ“, 5-6 მაისს არის დაგეგმილი.

„ეს პროვოკაციული ქმედებებია, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს სიტუაცია“, - განაცხადა ჯიოევმა.

მან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.